მთავარი თემა (იდეა): ამ პროექტით მოსწავლეები გაეცნობიან იოდდეფიციტით გამოწვეულ დაავადებების ისტორიას,დაავადებების გავრცელების ადგილებს საქართველოში,მის გამომწვევ მიზეზებს,იოდის საჭირო დოზებს (გამოთვლებს), პროფილაქტიკას, ჩაატარებენ კვლევებს ენდემურ ჩიყვზე.
პროექტის აქტუალობა: ჩიყვის პრობლემა აქტუალურია, განსაკუთრებით– მთიან რეგიონებში მათ შორის რაჭაში. (ადგილობრივი ენდოკრინოლოგის ინფორმაციით 70%დაავადებულია.) პროექტზე მუშაობით მოსწავლეები მიეჩვევიან ინფორმაციის მოძიებას, მონაცემების ორგანიზებას, დამოუკიდებელ კვლევებს, ამ კვლევებში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას.

მონაწილეთა ასაკი: 15წ.
ვადები /ხანგრძლივობა/: 2კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/ რაც შეიძლება შეიქმნას. ბავშვები გააცნობენ ინფორმაციას დაავადების შესახებ მოსახლეობას. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში გაითვალისწინებენ და დაავადების თავიდან აცილების მიზნით კვების რაციონში შეიტანენ იოდის შემცველ პროდუქტებს.შეიქმნება ბუკლეტები, შეიქმნება ბლოგი, მოხდება პროექტის პრეზენტაცია.)
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო IX კლასი. „იოდდეფიციტური დაავადებები“–სეხნიაშვილი, სვანიძე, გორდელაძე. კომპიუტერი, ინტერნეტი. თაბახის ფურცლები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): გონებრივი იერიში. დაასახელეთ იოდდეფიციტით გამოწვეული დაავადებები, სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები. შევიმუშავებთ გეგმას. გადავანაწილებთ მოვალეობებს. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას შესაბამის ინსტანციებში, ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში დაავადების გავრცელების ისტორიის,დაავადების მიმდინარეობის, ჰორმონთა დარღვევის, პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ. ინდივიდუალურად მცირე ტესტებით ჩაატარებენ გამოკვლევებს, დამზადდება ბუკლეტი, რომელსაც მოსახლეობას გააცნობენ. დაიდება ინტერნეტში.

პროექტის ხელმძღვანელი: მანანა კობახიძე.
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: mkobaxidze7.blogspot.com